კომბოსტო თურქულად
მასალა:
1 თავი საშუალო ზომის კომბოსტო
200 გრამი ცხვრის ხორცი
4 თავი ხახვი
500 გრამი ცხიმი
1 ნაჭერი თეთრი პური
ცოტა რძე
80 გრამი ღორის ქონი (არა შებოლილი)
1 დიდი ნაჭერი ღორის ქონი
½ ლიტრი ხორცის ბულიონი
2 ცალი სტაფილო
1 კონა მწვანილი სუპისათვის
მარილი, პილპილი
კომბოსტო გავრეცხოთ, 10 წუთით ჩავუშვათ მდუღარე წყალში, შემდეგ ამოვიღოთ და გავაშროთ. კომბოსტოს ფოთლები გავუშალოთ, შუაგული ამოვიღოთ და ამოვავსოთ შიგთავსით. შიგთავსი შემდეგნაირად უნდა მოვამზადოთ. მსხვილად დავჭრათ 2 თავი ხახვი, მოვხრაკოთ 1 სუფრის კოვზ ცხიმში. ცხვრის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევურიოთ რძეში დამბალი და დასრესილი პურის ნაჭერი და წვრილად დაჭრილი ქონი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დარჩენილი ცხიმი ჩავდოთ ქვაბში და გავადნოთ. შემდეგ ქვაბის ფსკერზე მოვათავსოთ ქონის დიდი ნაჭერი, მასზე კი ფარშით ამოვსებული კომბოსტო, შემდეგ დავასხათ ბულიონი, დავამატოთ სტაფილო, ოთხ ნაწილად გაჭრილი 2 თავი ხახვი და წვრილად დაჭრილი მწვანილი სუპისათვის. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავდგათ მაღალ ცეცხლზე, დავახუროთ თავსახური და მივიყვანოთ დუღილამდე. შემდეგ დავუკლოთ ცეცხლი და ვშუშოთ 2 საათის განმავლობაში. საჭიროებისამებრ ვაცალოთ ზედმეტ სითხეს აორთქლება, დარჩენილი სოუსი კი სურვილისამებრ გავასქელოთ. კომბოსტო სუფრაზე მაშინვე მივიტანოთ კარტოფილთან ან ბრინჯთან ერთად. სუფრაზე კომბოსტოს თავი გავჭრათ 4 ნაწილად.
კომენტარი