"როდესაც პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, მე ტაში დავუკარი"
როდესაც პუტინმა ხელი მოაწერა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში გადასვლის შესახებ შეთანხმებას, მე ტაში დავუკარი, - ამის შესახებ მომღერალმა დიანა ღურწკაიამ „ვეჩერნაია მასკვასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის რეფერენდუმს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა. მისი შეფასებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლით ისტორიულმა სამართლიანობამ იზეიმა.
„მოუთმენლად ველოდი რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შესახებ რეფერენდუმის შედეგებს. როდესაც პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შესახებ შეთანხმებას, მე ტაში დავუკარი. იმიტომ, რომ ისტორიულმა სამართლიანობამ იზეიმა. ეს მოხდა ყირიმელების ნების გამოხატვისა და ვლადიმერ პუტინის გამბედაობის წყალობით. მე ცოტა ხნის წინ დავბრუნდი სოჭიდან, სადაც პარაოლიმპიურ თამაშებში მივიღე მონაწილეობა და მინდა ვთქვა, რომ უცხოელების დამოკიდებულება რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ ძალიან შეიცვალა. მათ დაიწყეს ჩვენი ქვეყნის პატივისცემა და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ეს კი ჩვენი პრეზიდენტის დამსახურებაა, რისთვსისაც დიდ მადლობას ვუხდი“, - ამბობს ღურწკაია.
კომენტარი