კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
კოსტავას ქუჩაზე გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაზარალებულს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დრომდე უცნობია რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის მიზეზი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 118 მული. მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი