სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ელიან

12 მაისს, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. პიერ მორელმა (ევროკავშირი) ანტი ტურუნენმა (გაერო) და გედრიუს ჩეკუალესმა (ეუთო) სეპარატისრულ სამხრეთ ოსეთში ჯენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე განსახილველი დღის წესრიგი უნდა განიხილონ.

თანათავმჯდომარეთა დელეგაცია შეხვედრას გეგმავს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულთან პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევს და ჟენევის მოლაპარაკებებზე სეპარატებისტთა დელეგაციის წევრებთან.

კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ თანათავმჯდომარეთა ვიზიტის პროგრამაში ასევე შედის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლების დათვალიერება. ამას გარდა, დელეგაცია ასევე გაემგზავრება ახალგორის რაიონში.

თანათავმჯდომარეთა დელეგაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთში ორ დღეს 12 და 13 მაისს დაყოფს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 7 ივნისს უნდა გაიმართოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100