სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰამბურგში „The Beatles”-ის მუზეუმის თავიდან მოცილება გადაწყვიტეს

ჰამბურგში “The Beatles”-ს მუზეუმს თავიდან იცილებენ. აღსანიშნავია, რომ ეს მუზეუმი 2009 წელს დაარსდა ლეგენდარული როკ-ჯგუფის საპატივცემულოდ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მუზეუმზე მეტად დაბალი მოთხოვნა გახდა. სამი წლის მანძილზე მუზეუმი სულ 150 ათასმა ადამიანმა მოინახულა.

მუზეუმის დამფუძნებლები იმედოვნებედნენ, რომ ყოველწლიურად მუზეუმს მინიმუმ 200 ათასი ადამიანი მოინახულებდა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი 1500 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული.

აღნიშნულ პროექტში დამფუძნებლებმა 2.5 მილიონი ამერიკული დოლარი ჩადო და ამ თანხის ნახევარიც კი ვერ ამოიღო.

1960 წელს ჯგუფი ჰამბურგში ჩავიდა. ისინი ამ ქალაქში ორი წლის მანძილზე იმყოფებოდნენ. სწორედ ამ ორი წლის მანძილზე ჯგუფმა უამრავი კონცერტი ჩაატარა და სწორედ ეს წლები ითვლება „The Beatles“ განსაკუთრებული წარმატების წლებად.

ჰამბურგის მუზეუმი საშუალებას იძლეოდა გეხილათ არა მხოლოდ ექსპონატები, არამედ მიგეღოთ ჯგუფის თაყვანისმცემლის დამადასტურებელი მოწმობა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა და ჰამბურგი The Beatles-ს თავიდან იცილებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100