სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ვერ განიცდის ქალი ორგაზმს?

ანორგაზმია არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც ნიშნავს ორგაზმის ვერ განცდის უნარს რეგულარული სექსუალური სტიმულაციის საპასუხოდ. ანორგაზმია მეტად გავრცელებულია ქალებში, ვიდრე კაცებში.

არსებობს ქალებში ანორგაზმიის სხვადასხვა სახეები :

პირველადი ანორგაზმია – ამ შემთხვევაში ქალს არასდროს განუცდია ორგაზმი.

მეორადი ანორგაზმია – წარსულში შეეძლო ორგაზმის განცდა, მაგრამ ახლა არ შეუძლია.

სიტუაციური ანორგაზმია - ორგაზმის განცდა შეუძლია მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში, მაგ. ორგაზმის განცდა შეუძლია მასტურბაციის დროს, მაგრამ არა კოიტუსის დროს, შეუძლია ერთ პარტნიორთან, მაგრამ არა მეორესთან და ა.შ. შეუძლია ორგაზმის განცდა მხოლოდ კლიტორული სტიმულაციით (ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია და ქალების დიდ ნაწილში აღინიშნება).

ზოგადი ანორგაზმია – ქალს არ შეუძლია ორგაზმის განცდა არცერთი ფორმით< არც ერთ პარტნიორთან და არც ერთ სიტუაციაში.

ანორგაზმიის მიზეზები

ფიზიკური პრობლემები - სისტემური დაავადებები, ძირითადად ნევროლოგიური სახის, ასევე შაქრიანი დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი და სხვა ნევროლოგიური პათლოგიები.

გინეკოლოგიური მდგომარეობები - ანორგაზმია შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა გინეკოლოგიური ჩარევების შედეგად : ჰისტერექტომია, ოოფორექტომია, ალპინგექტომია, სიმსივნეების გამო ჩატარებული სხვა ოპერაციები და ა.შ.

მედიკამენტები - ანტიდეპრესანტებმა, ანტიჰისტამინურებმა(ალერგიის სამკურნალო), სისხლის წნევის სარეგულაციო წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს ანორგაზმია.

ალკოჰოლი და ნარკოტიკები – გადაჭარბებულად ალკოჰოლის მიღებამ და ნარკოტიკების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანორგაზმია

ასაკი – ასაკთან ერთად მცირდება ესტროგენების დონე რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუსტი საპასუხო რეაქცია სექსუალურ სტიმულაციაზე.

ფსიქოლოგიური მიზეზები:

შფოთვა და დეპრესია

შესრულების შფოთვა (გამუდმებული ღელვა სქესობრივი აქტის ჩატარებაზე).

კულტურული და რელიგიური ხედვები

ორსულობის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შიში

დაბნეულობა

დანაშაულის გრძნობა (სქესობრივი კავშირის გამო)

ურთიერთბის პრობლემები:

წყვილები , რომლებსაც ხშირად აქვთ ურთიერთბაში პრობლემები, მათ საწოლშიც ხშირად არის წარუმატებლობა.

ინტიმურობის და სიახლოვის ნაკლებობა

წყვილს შორის უნდობლობა და ეჭვიანობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100