დადასტურდა, თუ არა საქართველოში AY.4.2 - რას ამბობს ამირან გამყრელიძე რუსეთში გავრცელებულ ახალ საშიშ შტამზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რუსეთში გავრცელებული ახალ საშიშ შტამი - AY.4.2 ჯერჯერობით ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.
"ეს ახალი შტამი, რომელიც რუსეთში დაფიქსირდა, საყურადღებოა. ჯერჯერობით ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ეს ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ისიც "დელტას" ერთ-ერთი ნაირსახეობაა, "დელტა+", მაგრამ ის არა "დელტა+"-ია, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ, არამედ სხვა გენეტიკური ვარიანტია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ სააკონრდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
კომენტარი