3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მივლინებისთვის. მეტად გამოავლინეთ თქვენი დიპლომატიური თვისებები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
კურო
ფორტუნა თქვენ მხარესაა, ახალი საქმეების დაწყების, სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმების დღეა. ოჯახის წევრების სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ.
ტყუპი
გავლენიან მეგობრებს გაიჩენთ. საქმიანი პარტნიორები ახალი პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებიან. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.
კირჩხიბი
რომანტიკული განწყობა საქმეების მოგვარებაში შეგიშლით ხელს. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ნათესავების მიმართ მეტად ლოიალური უნდა იყოთ.
ლომი
მშვიდი, სტაბილური დღე გელით. საინტერესო და სარფიან საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად რომანტიკული უნდა იყოთ.
ქალწული
პოზიტიური დღე გელით, ფორტუნა თქვენ მხარესაა, ხალისიანი და მიზანმიმართული ხართ და ნუ გაგიკვირდებათ, რომ შექებასაც დაიმსახურებთ და კომპლიმენტებსაც. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ.
სასწორი
სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. სამსახურის შემდეგ შოპინგზე საყვარელ ადამიანთან ერთად წადით, მისი გემოვნებით განაახლეთ გარდერობი.
მორიელი
გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას მოიპოვებთ, მათი დახმარებით ახალ პროექტებს განახორციელებთ. საღამო მხიარულებას, მეგობრებთან შეხვედრის დაუთმეთ.
მშვილდოსანი
ყველაფერი არც ისე ცუდადაა, იღბალი სიურპრიზებს გიმზადებთ. საღამოს საყვარელი ადამიანი სიმყუდროვისა და ბედნიერების შეგრძნებას მოგანიჭებთ.
თხის რქა
მცირე სისუსტეები თქვენც გეპატიებათ. თუ მუშაობა გეზარებათ, სხვა დღისთვის გადადეთ საქმეები, თუ საოჯახო ვალდებულებების შესრულება, - სახლიდან უჩუმრად გაიპარეთ.
მერწყული
ახალი იდეები ისე განახორციელეთ, რომ გარშემო მყოფები არ დააზარალოთ. მოერიდეთ ექსცენტრიკულ საქციელს. საღამოს, მეგობრებთან ერთად, მოიწყვეთ შოპინგი.
თევზები
საერთო ენას გამონახავთ კოლეგებთან. თუ ვინმესთვის გულის გადაშლა მოგინდებათ, ერთგულ მეგობრებს შეეხმიანეთ. ისინი შეძლებენ თქვენთვის განწყობის ამაღლებას.
კომენტარი