სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უმა თურმანის სოლისტი ქეთა თოფურიას ტანსაცმლის სახე გახდა

მუსიკალურ ჯგუფ "უმა თურმანი"- სოლისტი და მსახიობი ვოვა კრისტოვსკი თავის ქალიშვილებთან ერთად, ქეთა თოფურიას ტანსაცმლის ბრენდის ketione-ის ახალი კოლექციის სახე გახდა.

საუბარია ქეთას ახალ ხაზზე ketione for Olivia, რომელიც თოფურიამ საკუთარ ქალიშვილს ოლივია გეიხმანს მიუძღვნა და რომელიც ბავშვებისა და მოზრდილების ქურთუკებს მოიცავს. კოლექციაში სხვადასხვა ზომისა და ფერის ტყავის ქურთუკებია შესული.

ვოვა კრისტოვსკისთან ერთად კოლექციის სარეკლამო ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ ქართველი ლამაზმანი მიმი შელია, რუსეთში მოღვაზე ქართველი დიზაინერი ლიკა ალადაშვილი და რუსი მოდელი დაშა მალიგინა.

შეგახსენებთ, რომ ქეთა თოფურიამ დიზაინერობა 2 წლის წინ დაიწყო, საკუთარი ბრენდი შექმნა, მაღაზია გახსნა და ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ 1 წლის შემდეგ მოსკოვის მერსედეს ფეშენ ვიქზეც წარსდგა. ქართვულმა საზოგადოებამ კი ქეთას სამოსი ახალი ქართული ხმის სცენიდან გაიცნო, რადგან თოფურია საკუთარი გუნდის წევრებს თავისი დიზაინით შექმნილ კაბებს ჩუქნიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100