სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის სენატის რეზოლუციამ გააღიზიანა

რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურად გამოახმაურა აშშ-ის სენატის რეზოლუციას „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შესახებ“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლუკაშევიჩმა დოკუმენტს უწოდა „უმწიფარი პიარი, რომელიც კვებავს თბილისის რევანშისტულ განწყობილებას“.

მისი თქმით, ამერიკელი სენატორების განცხადებებს არც იურიდიული და არც სამართლებრივი საფუძვლები არა აქვს. რუსი სამხედროები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადგილობრივ ხელისუფლებებთან შეთანხმებით იმყოფებიან და მათი მოხსენიება ოკუპანტებად, ლუკაშევიჩის თქმით, დაუშვებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100