ადამიანების საერთო მახასიათებლები იმის მიხედვით თუ რომელ ყავას ანიჭებენ ისინი უპირატესობას
ფსიქოლოგებმა შეადგინეს ადამიანების საერთო მახასიათებლები იმის მიხედვით თუ რომელ ყავას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.
1. ფილტრის ყავა
უშაქროდ – თქვენ ხართ
ძლიერი პიროვნება. არ
გაურბიხართ პასუხისმგებლობებს.
არ გრცხვენიათ საკუთარი
შეცდომების აღიარების.
2. ფილტრის ყავა შაქრით – თქვენ ხშირად გიჭირთ გადაწყვეტილების
მიღება, შეგიძლიათ საკუთარი ინტერესები სხვას ანაცვალოთ და შემდეგ ყოველთვის ნანობთ ამას.
3. ნალექიანი ყავა – თქვენთან გრძნობა უფრო წინ დგას ვიდრე გონება. ხართ კეთილი და სხვა ადამიანებშიც აფასებთ კეთილსინდისიერებას.
4. ხსნადი ყავა – საკუთარი თავი წარმატებულად მიგაჩნიათ. ყოველთვის უმოკლეს გზას ირჩევთ პრობლემის გადასაჭრელად.
5. ყავა რძით და შაქრით – რთული ხასიათი გაქვთ. ადვილად ღიზიანდებით, ხშირად გეცვლებათ ხასიათი.
6. ყავა კოფეინის გარეშე – გაწონასწორებული ხასითი გაქვთ. ბევრი რამით ხართ დაინტერესებული, მაგრამ ეს ინტერესები მაინც ზედაპირულია. არ ისწრაფვით მიზნის მისაღწევად.
კომენტარი