ლეილა აბაშიძე და მისი 61 წლის ვაჟი იქს ფაქტორში (ვიდეო)
ლეილა აბაშიძის 61 წლის ვაჟი რამაზ დანელია მუსიკალურ პროექტ იქს ფაქტორის მეორე ტურში უკვე გადავიდა. შესარჩევ კონკურში რამაზი დედასთან ერთად მივიდა. ლეგენდარული მსახიობის სცენაზე გამოჩენამ დარბაზში დიდი ოვაციები გამოიწვია.
"მე ბუნებით ვარ მეოცნებე, ოპტიმისტი საოცარი და ხშირად მიფიქრია, რომ ადამიანი ოცნების გარეშე ემსგავსება ფრთამოკვეთილ არწივს. უნდა ვიოცნებოთ! უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ჩვენი ბედნიერებისთვის! ეს იმხელა შანსია ყველა ადამიანისთვის. თქვენ მიეცით საშუალება ადამიანებს, ვისაც ემღერება - იმღერონ და ვისაც არ ემღერება, იმათმაც - იმღერონ. ეს დიდებული პროექტია! უღრმესი მადლობა" - განაცხადა ქართული კინოს ლეგენდამ იქს ფაქტორის სცენაზე
კომენტარი