რატომ უხდის ამერიკული სკოლა ყოფილ მოსწავლეს 41,7 მლნ დოლარს?
ამერიკული ელიტარული სკოლა ყოფილ მოსწავლეს 41,7 მილიონ დოლარს გადაუხდის. აღნიშნული განაჩენი სასამართლომ სკოლის ადმინისტრაციას, უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფის გამო გამოუტანა.
საქმე ეხება 2007 წელს მომხდარ ინციდენტს, როდესაც 15 წლის კარა მანს სკოლის მიერ კიტაიში ორგანიზებულ ექსკურსიაზე ტკიპამ უკბინა, 10 დღის შემდეგ კი გოგონას ენცეფალიტის დიაგნოზი დაუსვეს.
მანების ოჯახმა სასამართლოს სკოლის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა და უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფაში დასდო ბრალი. გარდა ამისა კარეს ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ გოგონას ადგილზევე არ აღმოუჩინეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება. თავის გამართლების მიზნით სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რისკი ტკიპას ნაკბენის გართულებისა იმდენად მცირე იყო რომ მსგავს პროგნოზსს ვერავინ გააკეთებდა.
ამჟამად 20 წლის კარას წართმეული აქვს მეტყველების უნარი, თუმცა იგი განათლებას სხვა სკოლაში მაინც იღებს.
კომენტარი