გოგონა ხელების გარეშე საუკეთესო კალიგრაფიას ფლობს
ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური კონკურსი კალიგრაფიაში, შვიდი წლის გოგონამ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ენი კლარკს ხელის არცერთი მტევანი არ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ენი პიტსბურგის სასულიერო აკადემიაში სწავლობს და იგი მხოლოდ პირველ კლასშია. მან წერის საკუთარი სტილი გამოიმუშავა და შედეგად, აღნიშნული კონკურსის ოქროსმედალოსანიც გახდა.
ჯილდოების მიღების შემდეგ, გოგონამ პუბლიკას აჩვენა, თუ რა ტექნიკა აქვს გამომუშავებული და როგორ წერს მაჯებს შორის მოქცეული კალმით.
„ენი ძალიან ძლიერი ბავშვია, იგი მეტად მონდომებულია და ყოველთვის ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნებას“, - აღნიშნა გოგონას მასწავლებელმა, ლორა ერბმა.
მიუხედავად ფიზიკური ნაკლისა, ენი იბრძვის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. მას შესწევს ძალა იყოს ჩვეულებრივი პირველკლასელი გოგონა და ფეხი ააყოლოს ცხოვრების რიტმს. ენის შეუძლია დამოუკიდებლად მოიხმაროს მაკრატელი, ფერადი ფანქრები. იგი ყოველთვის თავად არჩევს ტანისამოსს და იცვამს მათ.
ამავდროულად, გოგონა ახლობლებსა და მეგობრებს შორის დიდი სიყვარულით სარგებლობს, რადგან იგი მეტად უშუალო და გახსნილი ბავშვია.
კომენტარი