თბილისში საჯარო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში გაავრცელა, თუმცა მანამდე მისი სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ მაშინ დაკავებული პირი, 1975 წელს დაბადებული მ.რ., ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელია.
4 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში შსს წერს: "სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი - 1975 წელს დაბადებული მ.რ. დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - “ბუპრენორფინის” შემცველი 130 აბი “სუბოტექსი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."
კომენტარი