თბილისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარი