სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცხოეთში კურსდამთავრებულებს დაღესტანში ხალხის მტრად აცხადებენ

2 აგვისტოს მაჰაჩკალაში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკულიკონფერენცია იმ დაღესტნელი ახალგაზრდების მონაწილეობით, რომლებმაც დაამთავრეს უცხოეთის ისლამური სასწავლელები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 120-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა, რომლებმაც სწავლა გაიარეს სირიაში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, ლიბანში და სხვა.

კონფერენციაზე გაკეთდა განცხადება, რომ ზემოთაღნიშნულ ქვეყნებში არც ერთი კურსდამთავრებულის შრომითი მოწყობის საკითხი არ არის გადაწყვეტილი, რადგან ხელისუფლების და მასობრივი ინფორმაციის ორგანოები მათ თვლიან დაღესტნისთვის მიუღებელ უცხო ელემენტებად, ემისრებად, ჯაშუშებად და ხალხის მტრებად.

კონფერენციაზე დაისვა საკითხი ისეთი ასოციაციის შექმნის შესახებ, რომელიც დაიცავს უცხოეთში კურსდამთავრებული სტუდენტების ინტერესებს.

ადამიანის უფლებათა დაღესტნელი დამცველები კი აცხადებენ, რომ უცხოეთში კუირსდამთავრებულებისადმი ასეთი დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში ფორმაა და იგი მიზნად ისახავს საზოგადოებაში უნდობლობისა და დაპირისპირების გაძლიერებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100