დუშეთში, წყლით სავსე თხრილში ქალის ცხედარი იპოვეს
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დღეს დილით დუშეთში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. ის არაგვისპირში, წყლის თხრილში ნახეს.
58 წლის ქალი ერთ-ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, მას ორი დღე ეძებდნენ, დღეს კი ამ ადგილას გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალი სავარაუდოდ გაიყინა. გარეგნული დათვალიერებით ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარი