დავით უსუფაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, დღევანდელ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო დასავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები გმირთა ხეივანში გაემგზავრნენ, სადაც აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
კომენტარი