სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პენელოპა კრუსმა საზოგადოებას საიდუმლო გაუმხილა

პენელოპა კრუსმა რამდენიმე თვის წინ იმშობიარა. მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ კი უკვე უნიკალურ ფორმაში იყო. „სწრაფად გალამაზების“ საიდუმლო მან ჟურნალისტებს გაანდო.

„მე ბალეტი მიყვარს და მძულს სპორტდარბაზებში სიარული, იმიტომ რომ ცეკვას მივეჩვიე. ეს საქმიანობა ნამდვილად რთულია, მაგრამ დაღლილობასთან ერთად სიამოვნებაც მოაქვს. ასაკთან ერთად ფიგურაც იცვლება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უარყოფითი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად სპორტულ ვარჯიშებსაც მოვეკიდები. ძალიან ბევრი სასარგებლო ვარჯიში არსებობს. მაგალითად ცეკვა, სხეულის კუნთების მუდმივი ვარჯიშის საუკეთესო საშუალებაა. მე ესპანური საკვები მიყვარს. ჩემი დიეტა მიწისა და ზღვისპროდუქტებითაა გაჯერებული, რომელიც სასარგებლო ულუფებს შეიცავს. საკვებთან დაკავშირებით, საკუთარ თავს არ ვზღუდავ, თუმცა უპირატესობას ბოსტნეულსა და ხილს ვანიჭებ. მიუხედავად ყველაფრისა, კვირაში ერთხელ ან ორჯერ პატარა დღესასწაულს ვიწყობ და ტკბილეულს, ჰამბურგერსა და კარტოფილ „ფრის“ მივირთმევ.“ - აღნიშნა მსახიობმა.

როგორც პენელოპამ განაცხადა, იგი მაშინ დაორსულდა როცა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეოთხე ნაწილის გადაღებები მიმდინარეობდა: „მე ეს სასიხარულო ფაქტი ფილმზე მუშაობისას გავიგე. ვალდებული ვიყავი ყოველივე ჯონი დეპისთვის და ფილმის რეჟისორისთვის მეთქვა. პირველ რიგში უსაფრთხოებისთვის, შემდეგ კი თავად ფილმის სამომავლო მსვლელობისთვი. შექმნილი ვითარების გამო, რამდენიმე დუბლზე უარის თქმა მომიწია. ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა და თავსაც დაცულად ვგრძნობდი.“ ახალი ფილმის პრემიერებზე პენელოპა კრუზს ვაჟი, ლეოც თან დაყავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100