საქართველოში მომდევნო დღეებში თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით კი ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
სააგენტოს ცნობით, 30 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
კომენტარი