სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინეთიდან იტალიისთვის ტრანზიტით გამოგზავნილი ასიათასობით პირბადე ჩეხეთში მოიპარეს - გაინტერესებთ, რას ამბობს და აპირებს ჩეხეთის მთავრობა?

ჩინეთიდან იტალიისთვის საჩუქრად გამოგზავნილი ასობით ათასი პირბადის კონფისკაცია მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომლის შემდეგაც ნიღბები მოიპარეს - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს იტალიური მედია.

იტალიური საინფორმაციო სააგენტო daily La Repubblica-ს თქმით, მას შემდეგ რაც იტალიაში გასაგზავნი ტვირთი ტრანზიტით შემოვიდა ჩეხეთის ტერიტორიაზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადეები იქნა ამოღებული, თუმცა აღნიშნულ ფაქტს უარყოფს ოფიციალური პრაღა.

თავდაპირველ ვერსიაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება კონფისკირებულ პირბადეებსა და რესპირატორებს, რომლებიც ჩეხურ კომპანიებს კრიმინალებმა მოპარეს ან ძალის გამოყენებით წაართვეს, რათა საერთაშორისო ბაზარზე უფრო ძვირად მომხდარიყო მათი გაყიდვა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინციდენტის ფონზე- მანამ სანამ გამოძიება მიმდინარეობს და არ იქნება კონკრეტული შედეგები, ოფიციალური პრაღა იტალიას თავისი მარაგებიდან გაუგზავნის 110 000 პირბადეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100