სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თუ ინგლისურ კინოს ტიტრებით მაჩვენებ- რუსული გახმოვანებით გადმოვწერ და ისე ვნახავ“

კურიერის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი საინტერესო სტატუსს აქვეყნებს რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

თუ გაზს ჩამიჭრი- კოცონს დავანთებ და საჭმელს ისე მოვამზადებ- ნუ გეწყინება თუ ხეს მოვჭრი;

თუ სახელმძღვანელოს არ მაძლევ- სხვის კონსპექტს დავაქსეროქსებ და ისე ვისწავლი- ნუ გაოცდები, თუ რამე ვერ ვისწავლე;

თუ არ გადამიხდი- მოვიპარავ- ნუ შეგეშინდება თუ შენსასაც მივისაკუთრებ;

თუ ინგლისურ კინოს ტიტრებით მაჩვენებ- რუსული გახმოვანებით გადმოვწერ და ისე ვნახავ- ნუ შეშფოთდები თუ რუსული არხების მაყურებელი გავხდი;

თუ სახლს წამართმევ და მამას დამიჭერ - გადაგეკიდები- ნუ გაოცდები, თუ მხარდამჭერების გარეშე დარჩი;

თუ ვერ დამიცავ- იარაღს ვიყიდი და თავად დავიცავ თავს- ნუ აღშფოთდები თუ ამას უდანაშაულოებიც შეეწირება;

თუ მზიურს არ დამილაგებ- მოვალ და ისე დავალაგებ, როგორც საჭიროდ ჩავთვლი- ნუ გაგიკვირდება თუ აგდებულად შემოგხედავ;

თუ ბილეთებს ვერ გაყიდი- რიგს მე თვითონ გავაკეთებ- ნუ იჩხუბებ თუ ბილეთი სხვას არ შეხვდა;

თუ ბანერს არ ჩამოხსნი- მე ჩამოვხევ- ნუ გეგონება რომ ამაზე გავჩერდები.

ჯუნგლების კანონია. თურმე საქართველოც ტროპიკულ სარტყელშია.“ - წერს ლაფერაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100