სტუდენტებმა ცხოველების წამებისა და ხოცვის ტურნირი მოაწყვეს, ეს ყველაფერი კი ვიდეოზე გადაიღეს (+18)
ინგლისში, ჰარტპერის კოლეჯის რამდენიმე სტუდენტი დრო და დრო ძალადობრივი და სისასტიკით სავსე სისხლიან ტურნირებს აწყობდნენ, რომელიც ცხოველების წამებას გულისხმობდა. ძირითადად კატებს, მაჩვებსა და მელიებს იღებდნენ მიზანში და მათ სასტიკად უსწორდებოდნენ.
ამ ფაქტით პოლიცია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ტურნირის ერთ-ერთმა მონაწილემ ინტერნეტში ატვირთა მელიის წამების ამსახველი ვიდეო. რამდენიმე დღით ადრე კი სხვა მონაწილემ ფოტო გადაიღო, რომელზეც მკვდარი კატა უჭირავს ხელში. აღნიშნული ფოტოც სოციალურ ქსელში მოხვდა.
სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ეჭვმიტანილი სტუდენტები გათავისუფლებულები არიან ლექციებიდან და ყოველ დღე დაკითხვაზე იმყოფებიან. გარდა ამისა, პოლიცია ცდილობს დაადგინოს, კიდევ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ტურნირში და ვის აქვს კავშირი ამ სისხლიან შემთხვევებთან.
ვიდეოზე ასახულია ძალიან მძიმე მომენტი და 18 წლამდე მოზარდისთვის მისი ყურება დაუშვებელია.
კომენტარი