ნათია ფანჯიკიძე: დღეს მისი დაბადების დღეა, საფლავზე წესისამებრ უნდა გავიდე
ნახეთ რას წერს ნათია ფანჯიკიძე მამაზე. დღეს გურამ ფანჯიკიძის დაბადების დღეა:
მე და მამა, მზეზე მოჭუტულები.
ბავშვი გარაჟებზე დახტის, ვერ ჩამოვხსენით, - მამას უხაროდა, -რა საყვარელია, რომ დახტის!
ნეკნები ჩაიმტვრია! - რა ყოჩაღად აიტანა!
ბავშვი ბუმბულებით და ტირიფის ტოტების ქვედაკაბით დარბის, ინდიელი ვარო, აიჩემა, - მამას უხაროდა, რომ ბავშვი ბოდვაშია.
მამას უხაროდა ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, როგორც ვფიქრობდი და მეც მიხაროდა სიცოცხლე. დღეს მისი დაბადების დღეა, საფლავზე წესისამებრ უნდა გავიდე, არადა რა შუაშია საფლავი. მამა ჩემს სიზმრებშია, ჩემს თვალებშია და კიდევ სადღაც, ასტრალში, აუცილებლად იმ პლანეტაზე, სადაც ღვინის საუკეთესო მოსავალი იცის.
კომენტარი