სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დავაკანონოთო ერთნაირ სქესიანთა ქორწინებებებიო, ანუ სოდომია, საქართველოში გახრწნილება, შორს ჩვენგან, ეს სატანის საქმეა" - მეუფე სპირიდონი

სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს და სახალხო დამცველს უპირისპირდება.

ქადაგების დროს მან თქვა, რომ ომბუდსმენს "სოდომისა და გახრწნილების დაკანონება" სურს, რასაც "სატანის საქმე" უწოდა.

"რა ქნან იმ ბავშვებმა, იზრდებიან ეკლესიაში კაცო. რანაირად, თქვენ აქ თითქმის ყველა ხართ იქ ნამყოფი, როგორი სიმშვიდეა, როგორი სიხარულია იმ ბავშვების, ებრძვიან იმას. ძალიან ეჩხუბება ჩვენ ბავშვთა სახლს ე.წ ბრჭყალებში სახალხო დამცველი. მაგათი იდეოლოგიაა, დავაკანონოთო ერთნაირ სქესიანთა ქორწინებებებიო, ანუ სოდომია, საქართველოში გახრწნილება, ნუ იყოფით შორს ჩვენგან ეს სატანის საქმეა", - აცხადებს სპირიდონი.

ცნობისთვის, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, რომელიც მეუფე სპირიდონის ეპარქიაშია, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ამ დრომდე არ უშვებენ.

გაეროს ბავშვთა კომიტეტმა მთავრობას დაავალა, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად ეს დაწესებულება შემოწმდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100