ვერეს ხეობაში გადავარდნილი ავტომობილის ოთხი მგზავრიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა
ვერეს ხეობაში ავტომობილის გადავარდნის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა. ავტომობილი სავალი ნაწილიდან ამ დრომდე უცნობი მიზეზებით გადავიდა.
მანქანაში მყოფი ოთხივე მგზავრი დაშავდა. ისინი თბილისის 2 სხვადასხვა ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას.
წყარო: რუსთავი 2
კომენტარი