სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „ნატახტარმა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ადვოკატობის კამპანია რეგიონებში დაიწყო

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში შეხვედრა-დისკუსიები 18 ნოემბერს დასრულდება

9 ნოემბერს, ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები რეგიონებში დაიწყო. რეგიონულ ცენტრებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ და „ფონდი ნატახტარის“ მიერ ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს: თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარედგინება.

„ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან მუშაობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან, შესაბამისად, ფონდი ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შეძლებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, კი შეიძლება გამოიხატოს მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და/ან სამგზავრო შეღავათების დაწესებაში.

9 და 10 ნოემბერს, შეხვედრა-დისკუსიები გორის, ახალციხისა და თელავის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნეს წარმომადგენლებთან მოეწყო. შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხებზეც. კერძოდ, პრეზენტაციასთან ერთად, მოეწყო ახალი პროგრამისა და მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარების განხილვაც.

15 ნოემბრიდან კი, ადვოკატობის კამპანია რეგიონებში შემდეგი გრაფიკით მოეწყობა, რომელიც 18 ნოემბერს ზუგდიდში დასრულდება.

თარიღი

საათი

ქალაქი

15 ნოემბერი

16:00-17:00

რუსთავი

16 ნოემბერი

12:00-13:00

ქუთაისი

16:00-17:00

ოზურგეთი

17 ნოემბერი

11:00-13:00

ბათუმი

18 ნოემბერი

11:00-13:00

ზუგდიდი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100