მსოფლიოს ერთადერთი ადამიანი გულის გარეშე ფართო საზოგადოებამ იხილა (ვიდეო)
ჩეხეთში ცხოვრობს ერთადერთი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც გული არ აქვს. ოთხი თვის უკან, ადგილობრივმა ექიმებმა იაკუბ ჰალიკს აღნიშნული ორგანო უკანასკნელი სტადიის სიმსივნის გამო ამოაჭრეს, მის მაგივრად კი ორი გამწოვი ჩასვევ, რომლებიც ელემენტებზე მუშაობენ. შედეგად კი 37 წლის მამაკაცი ერთადერთია მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ხელოვნური გულით ცხოვრობს.
30 აგვისტოს, ოპერაციის შემდეგ 150 დღე გავიდა. ეს კი მეტად კრიტიკული თვეების აღსასრულს მოასწავებს. ექიმები აღნიშნავენ, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის კონტროლი აღნიშნული თვეების გასვლის შემდეგ აღარავითარ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ იაკუბს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ქირურგიული ჩარევა, მაგრამ დონორი არ მოიძებნა, შედეგად მამაკაცი ექსპერიმენტში მონაწილეობას დათანხმდა. მან გარისკა და ამ ნაბიჯმა 37 წლის ჰალიკს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
უნდა ითქვას, რომ პირველად მსგავსი ოპერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა, მაგრამ პაციენტი ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
ამ დროისათვის ჰალიკი დონორს ელოდება და რამდენიმე კვირაში იგი მორიგი ოპერაციისთვის მზად იქნება.
კომენტარი