სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შენ რა ადამიანი ხარ? - სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე კობახიძეს მიმართავს

"იქ გადარჩენილებს შეურაცხყოფას გვაყენებთ," - ამ სიტყვებით მიმართავს შოვის სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს. როგორც დღევანდელი ბრიფინგიდან გაირკვა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს არ ესმის სტიქიასთან ბრძოლის დროს ჯელაძეებმა რატომ გაიარეს მეწყრული ზონა და რატომ შეეცადნენ "სანსეტ შოვთან" მისვლას.

იმის მაგივრად რომ მოგეკითხეთ, ჩემს ოჯახს და იქ გადარჩენილებს შეურაცხყოფას გვაყენებთ…შენ რაა ადამიანი ხარ ?ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze," - წერს ლანა ჯელაძე.

სტიქიასთან საკუთარი ძალებით მებრძოლმა ლანა ჯელაძემ 3 აგვისტოს შემზარავი მოვლენები "პირველებთან" მეწყრული ზონიდან გამოსვლის შემდეგ გაიხსენა. ინტერვიუში ლანა ჯელაძე ამბობდა, რომ სამაშველო ვერტმფრენის არსებობის შემთხვევაში, უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდებოდა.

ირაკლი კობახიძეს ლანა ჯელაძის ოჯახის წევრმა დავით ჯელაძემაც მიმართა, რომელმაც რამდენიმე კილომეტრი გაიარა ფეხით დისშვილთან ერთად იმისთვის, რომ გადარჩენილიყო და "სანსეტ-შოვამდე" მიეღწია. ჯელაძეების გარდა, კობახიძის განცხადება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა მარიამ ბერიანიძისთვისაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100