უკრაინაში დაღუპული ქართველები გმირები არიან, მაგრამ ყველაფერს დავარქვათ სახელი და ნუ მოვატყუებთ ხალხს - პრემიერი
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, რა თქმა უნდა, გმირები არიან, თუმცა, მისი თქმით, ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ და თავი არ უნდა მოვიტყუოთ.
ახლა საინტერესოა, რა იგულისხმა ამ ნათქვამში პრემიერმა და აყენებს თუ არა ქართველი მებრძოლების გმირობას ჩრდილს ქვეყნის ნომერ პირველი პირი.
35-მა ჩვენმა გმირმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენ დასავლელი პარტნიორების მიერ წარმოებულ მისიებში. ერაყში, ავღანეთში, მანამდე ვიყავით კოსოვოში, ახლაც ვართ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მაშინ ევროკავშირის მისია აფრიკის რესპუბლიკაში პრაქტიკულად დიდი პრობლემის წინაშე აიყო, რომ არა ჩვენი ჩართულობა და ჩვენს მიერ გაგზავნილი ჯარის კონტრიბუცია, ეს მისია ვერ შედგებოდა. ამ ყველაფერში ძალიან დიდი ფასი აქვს და კარგად გვესმის ქართველებს. ეს არ გაგვიკეთებია რაღაც ვალდებულებით, ეს გავაკეთეთ პატივისცემით, იმ შეგნებით, რომ ჩვენს გვსურს ვიყოთ თანამონაწილენი ამ გლობალური პროცესებისა და საერთაშორისო მისიების. 500-ზე მეტი ჩვენი სამხედრო მძიმედ დაიჭრა. დაკარგეს ფეხი, ხელი და უამრავი ტრავმა მიღეს საკუთარი ნებით გაწირეს ჯანმრთელობა. ამას სჭირდება დაფასება და არა ის, ყალბად რომ გამოვიდა ბატონი ვაშაძე, უკრაინაში, რა თქმა უნდა, გმირები არიან ისინიც და მათაც შესწირეს თავი, მაგრამ ყველაფერს დავარქვათ სახელი და ნუ მოვატყუებთ ჩვენს ხალხს. ეს მინდა გითხრათ ბატონო გიორგი"- განაცხადა პრემიერმა.
კომენტარი