სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ინფლუენსერები ვალდებულები ვართ, ავიმაღლოთ ხმა" - ასე ეხმაურება ნეკა დოროყაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს

მოდელი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ნეკა დოროყაშვილი წერს, ვალდებულია, რეალური ინფორმაცია გაავრცელოს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, მათ შორის სოციალური მედიის ინფლუენსერებმაც.

„როდესაც ომი მიმდინარეობს და პუტინის ბოროტი რუსული იმპერიის გამო უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან, სოციალური მედიის ინფლუენსერები ვალდებულები ვართ, ავიმაღლოთ ხმა და ჩვენი პლატფორმების საშუალებით გავავრცელოთ რეალური ინფორმაცია, ვიბრძოლოთ ბოროტი რუსული იმპერიის ტყუილებისა და პროპაგანდის წინააღმდეგ.

ყოველდღიურად რუსეთი უფრო მეტად ემსგავსება ჩრდილოეთ კორეას, დარჩენილი მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე. მხოლოდ ესეც კი აჩვენებს, როგორ ტყუის რუსეთი, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერსაც კი ჰყავდა მეგობრები და პარტნიორები, იტალია და იაპონია და ა.შ. ახლა ამ ბოროტი კაცს, პუტინს, ესეც არ გააჩნია.

დღეს უკრაინისადმი მცირე მხარდაჭერაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა!..“,- ამბობს ნეკა დოროყაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100