სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყოველ დღე მომდის შორეული ნაცნობების მოთხოვნა, რომ ფული მივცე და რომ ვსინავ, ისეთი ნაწყენი არიან, ისეთებს მწერენ... – სტეფანე მღებრიშვილი კლუბების ჩაკეტვაზე

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აგვისტოში დაგეგმილი კონცერტი გაუუქმდა. მიზეზებს მომღერალი საკუთარ პოსტში განმარტავს. ასევე, მიმართავს იმ ადამიანებს, რომელიც მას დახმარების სათხოვნელად შეტყობინებებს უგზავნიან.

„ესე იგი ორი წელი ნორმალური სამსახური ხომ არ მქონია. კონცერტი არ მქონია ერთი წელია. ახლა გავიგე, რომ 1 აგვისტოს ყველა კლუბს ჩაკეტავენ და ის დაგეგმილი ერთი კონცერტიც არ მექნება. ვინმე ფიქრობს, რა გაქანებითაც ჩემი შრომით ვცხოვრობდი და არავის არაფერს ვთხოვდი, ყველა გადასახადს ვიხდიდი… მე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ან სხვა მუსიკოსებმა?

ახლა ეს პოსტი სხვა რამეზეა. ყოველ დღე მომდის შორეული ნაცნობების მოთხოვნა, რომ ფული მივცე, „ვასესხო“ და რომ ვსინავ, ისეთი ნაწყენი არიან, ისეთებს მწერენ, მეტი არ შეიძლება…
ძალიან დიდი ბოდიში და რამე ბიზნესი მაქვს და არ ვიცი, ვინმე კორუმპირებული ტიპი ვარ და დახმარებას მთხოვთ?

აქეთ დასახმარებელია ჩვენი სფერო, რომელზეც არავინ ფიქრობს!

პ:ს: რამდენი თანხაც ვალად მაქვს გაცემული, ეგ რომ დამიბრუნოთ ნახევარი წელი პრობლემების გარეშე ვიგულავებ! ამიტომ ნუ შემეცით!“ – წერს სტეფანე მღებრიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100