კახეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, დაჭრილია ორი ადამიანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა. როგორცადგილობრივები მედიასთან საუბრობენ, გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები იმ დროს მიაყენეს, როცა ის „მერსედესის“ მარკის ავტომობილით სოფლის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
სროლისას დაიჭრა კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით მიმდინარეობს. ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
კომენტარი