პაატა კურტანიძეს „ვირის აბანოში“ ადგილი გამოუყვეს?
ფარმაცევტულმა კომპანიებმა ეროვნული ვალუტის ინფლაციის მოტივით მოგება გაზარდეს. როგორც ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, კომპანიები ფასებს პირადი მოგების მიზნით ზრდიან და ფასების გაზრდა, ლარის კურსის ვარდნასთან არაფერ შუაშია.
მართალია, ბაინდურაშვილს არ დაუკონკრეტებია კომპანიების სახელწოდება, მაგრამ „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, როგორც ფინანსთა მინისტრი, ისე მთლიანად მთავრობა, ფარმაცევტული კომპანიების მიერ წამლებზე ფასების მომატებამ აღაშფოთა. მას შემდეგ, რაც ლარის კურსი დავარდა, ავერსმა და პე-ეს-პე-მ მედიკამენტების ნაწილზე ფასები დაახლოებით 30 პროცენტით გაზარდეს.
„დრონი.ჯი“-მ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში მთავრობა ფარმაცევტული კომპანიების, კერძოდ ავერსისა და პე-ეს-პე-ს მაქინაციებს შეისწავლის, რასაც შესაძლოა, რამდენიმე მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც მოჰყვეს.
„ლარის კურსი სამი პროცენტის ფარგლებში მერყეობს და თუ ვინმე ამაზე მეტად ზრდის ფასებს, ეს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს“ - აცხადებს ფინანსთა მინისტრი, რითაც არაპირდაპირ სწორედ ავერსსა და პე-ეს-პე-ს აკრიტიკებს.
ლარის კურსის ვარდნამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფარმაცევტული კომპანიები მონოპოლიაში დაადანაშაულა და მათ მედიკამენტების ფასების გონივრულ რეგულირებაზე მიუთითა. თუმცა, მიუხედავად პრეზიდენტის განცხადებისა, ფარმაცევტულმა კომპანიებმა მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო მედიკამენტზე შეამცირეს ფასი.
ავერსსა და პე-ეს-პე-ში კი აცხადებენ, რომ მედიკამენტებზე ფასების გაზრდა ეროვნული ვალუტის ინფლაციამ გამოიწვია. მეტიც, ავერსის უსტაბაშის, პაატა კურტანიძის გარემოცვა ირწმუნება, რომ კომპანია მხოლოდ ხალხის ინტერესებზეა ორიენტირებული.
თუმცა, დაიჯერებენ თუ არა, ავერსის არგუმენტებს მთავრობასა და სამართალდაცვით სტრუქტურებში, ამას მომავალი გვიჩვენებს. „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, პაატა კურტანიძე, რომელიც მთელი არსებით ცდილობს ხალხზე მზრუნველი და ქველმოქმედი ბიზნესმენის იმიჯის შექმნას, შესაძლოა თაღლითობის გამო მიაბრძანონ ვირის აბანოში (თუ, რა თქმა უნდა, გამოძიება საკმარის მტკიცებულებებს მოიპოვებს).

კომენტარი