covid 19 ინფოცირებულ აბიტურიენტს სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების უფლება არ აძლევს - გრიგოლ გეგელია
“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი გრიგოლ გეგელია აბიტურიენტ ანა ონიანის გამოცდიდან მოხსნის ფაქტს ეხმაურება და მომღერალს მხარდაჭერას უცხადებს.
“მე მხარს ვუჭერ ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერალს ანა ონიანს, რომელიც წელს კონსერვატორიაში ჩაბარებას აპირებდა. მან ვოკალის განხრით უკვე აიღო 98 ქულა და რამდენიმე გამოცდა აშორებდა თავის ნატვრას. სამწუხაროდ, ანას დაემართა covid 19 და სახელმწიფომ, უბრალოდ, ჩახსნა ეროვნული გამოცდებიდან. ეს არის დიდი უსამართლობა. მხოლოდ იმიტომ, რომ 4 თვის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ შექმნა სწორი მექანიზმი, რომლითად პოტენციურად კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტები ან ონლაინ გავიდოდნენ გამოცდაზე ან შესაძლებელი გახდებოდა მათთვის გამოცდის გადადება, ამის გამო იჩაგრება აბიტურიენტი და ვერ ახერხებს თავის ნიჭის რეალიზებას. ეს არის დიდი უსამართლობა და სახელმწიფოს სირცხვილი, რომ ვერ შექმნა ელემენტარული მექანიზმი, რადგან ვიცოდით, რომ გამოცდების ჩატარება მოგვიხდებოდა კოვიდის ფონზე,”- განაცახადა გრიგოლ გეგელიამ.
“ლელოს” ლიდერი ანა ონიანს უსურვებს გამოჯანმრთელებას, გამოცდების წელსვე ჩაბარებას და ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებას, სადაც არ მოუწევს მსგავსი საკითხებით გაცდენა.
კომენტარი