სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოფიციალური კრასნოდარის კრაი გამოცხადდა, გიორგი გაბუნია თქვენს მიერ დაწუნებული პუტინის გაპუტვით რო ეთერშია საჭირო, წყალი აღარ გაუვა" - ნიკა გვარამია

ანხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია-პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი-თავდაცვის, ხოლო ვახტანგ გომელაური შს მინისტრი გახდება ნიკა გვარამია ფეისბუკზე ეხმაურება:

„აი, ისეთი თანმიმდევრული მოძალადეა ტიპი და ისე აფიშირებულად აბანძებს ერს, ისე ღიად ფეხებზე იკიდებს საზოგადოებრივ აზრს და დიამეტრალურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებით დასცინის, რო მგონი უკვე ამ თანმიმდევრულობაზე კაიფის დაჭერა შეიძლება.

თან როგორი დიდებულად რუსული დანიშვნები: პრემიერი - რუსი, თავდაცვა წაართვა ამერიკელებისთვის მისაღებ და დალაგებულ იზორიას და ჩააბარა რუსს.

ოფიციალური კრასნოდარის კრაი გამოცხადდა. ლიკუეტ სტალიცა გრუზიი.

ps არა, Giorgi Gabunia თქვენს მიერ დაწუნებული პუტინის გაპუტვით რო ეთერშია საჭირო, წყალი აღარ გაუვა. თან, მგონი, ყოველ დღე.

ისე ხო არ მოგეწონათ გინება? არც მე, მართალი ვთქვა. ხოდა ახლა მოვიწონოთ კრასნოდარის აკრაინა რო ვართ.

pps კაი კომში ცოდნია კუბანში და კრასნოდარში, ისე. მიყვარს კომში“- წერს ნიკა გვარამია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100