სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი კობახიძე: ჩავარდა პირველი და მეორე სპექტაკლი, ახლა დაიწყო პირველი სპექტაკლის მეორე სერია

„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე სპექტაკლი და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილისმომგვრელი და სასაცილო“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებს.

მისი შეფასებით, დღეს ამ საკითხებზე მსჯელობა აქტუალურიც აღარ არის.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საუბრების შინაარსი აბსოლუტურად კომიკურია.

„ჩვენ არც გვქონია საუბარი ავთენტურობაზე. საუბარი გვქონდა შინაარსზე, რომელიც გვესმის ჩანაწერებში. შესაბამისად, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას თავიდანვე ვამბობდი. ავთენტურობაში კი არ არის საქმე. შინაარსი არის აბსოლუტურად კომიკური იმ საუბრების, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ჯერ აუდიო ვერსიის სახით და შემდეგ ვნახეთ უკვე ვიდეო ვერსიის სახით. ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მეორე სპექტაკლი, ახლა დაიწყო პირველი სპექტაკლის მეორე სერია. ესეც ჩავარდება. ჯობდა, რომ სხვა გარემოში წარმართულიყო საარჩევნო კამპანია, ჯობდა, ეს კამპანია წარმართულიყო ევროპულ სტილში და ჯობდა, კანდიდატებს ესაუბრათ საკუთარ ხედვებზე და არა იმაზე, რაზეც საუბრობს დღეს ნაცმოძრაობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100