სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გონიოში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ერთი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია

გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე სამაშველო- სასწრაფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100