სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

ურეკში ქუთაისი-ბათუმის მატარებელი მოქალაქეს დაეჯახა. 65 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ წყალწმინდის მკვიდრია.

გარდაცვლილის ცხედარი ამ წუთებში ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

რაც შეეხება მატარებლის მემანქანეებს, როგორც „მოამბის“ ჟურნალისტს ადგილობრივებმა განუცხადეს, ისინი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე ურეკის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100