სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დრონი.ჯი"-ს ინტერვიუ სკანდალებში გახვეულ და მონასტრიდან დაბრუნებულ მერსი სულხანიშვილთან

გახმაურებული ფოტოები, სკანდალები და მითქმა-მოთქმა - მერსი სულხანიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო, თუმცა, ბოლო პერიოდში მისი სახელი სხვადასხვა ინციდენტს დაუკავშირდა. საზოგადეობამაც არ დააყოვნა და მერსი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. ამ ყველაფრის შემდეგ ჟურნალისტმა პაუზა აიღო და მონასტერში წავიდა. რას საქმიანობს ბოლო პერიოდში, რას ფიქრობს მომხდარ ინციდენტებზე და რა გეგმები აქვს? - ამის გარკვევას "დრონი.ჯი" შეეცადა და მერსის გაესაუბრა.


-ბოლო დროს საზოგადოებაში არ ჩანხარ, მოგვიყევი ეს პერიოდში რას საქმიანობ?

დიახ, რაღაც პრობლემები იყო, თუმცა ახლა ისევ ვუბრუნდები ცხოვრების რიტმს, ძველ საქმიანობას.

-მონასტერში რატომ წახვედი?

მინდოდა რომ სულიერად ავმაღლებულიყავი და ეს იყო ერთადერთი მიზეზი.


-„
ფეისბუქზეპოსტი გამოაქვეყნე, სადაც რაღაცეებს ნანობდი. რას ნანობ და როგორ იმოქმედა მონასტერში გატარებულმა პერიოდმა შენზე?

არის ცხოვრებაში მომენტები, როცა განვლილ ცხოვრებას გადახედავ, ხვდები, რომ რაღაცეებს უკეთესად გააკეთებდი. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, უბრალოდ წარსულში დაშვებულ შეცდომებზე ადამიანმა უნდა ისწავლოს და მომავალში აღარ გაიმეოროს.


-
სხვადასხვა ინციდენტი შეგემთხვა, ხალხის მხრიდან თუ გრძნობ აგრესიას?

წარსულზე არ მიყვარს საუბარი. ეს კონკრეტული საზოგადოების ნაწილი იყო. რთულ პერიოდში ხალხის დიდი რაოდენობის მხარდაჭერას ვგრძნობდი. წარსულზე საუბარი არ მიყვარს, საზოგადოებამ იცის რაც მოხდა და არ მინდა მათი გახსენება.


-
რა სამომავლო გეგმები გაქვს?

ტელევიზიას, რადიოს, წამყვანობას ვუბრუნდები და ჩემი გეგმებიც ამ სფეროებს უკავშირდება. დაგეგმილია სხვადასხვა გადაღებებიც. ჟურნალისტები ჩემ ფოტოებს ხშირად სკანდალურად ასათაურებენ. რას გულისხმობენ არ ვიცი. ერთი ჩვეულებრივი ფოტო ხშირად სკანდალი ხდება. ჩემთვის, რაც ჩვეულებრიი სელფია, სხვისთვის ყურადღებამისაქცევი ხდება.


-
ცოტა პირადზეც რომ ვისაუბროთ, შეყვარებული თუ ხარ?

პირადზე საუბარი არ მინდა.


-
ამ მოვლენებმა თუ იმოქმედა შენს პირად ცხოვრებაზე?

პირად ცხოვრებაზე გავლენა ვერ მოახდინა, ჯანსაღ და კარგ ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას ბოროტი ძალები ვერ ახდენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100