თემურ ფეიქრიშვილი: "თუ გვინდა ქვეყნის ეკონომიკა განვითრდეს, ხუდონჰესი უნდა ავაშენოთ"
საქართველოში მოღვაწე ცნობილი ენერგეტიკოსები და ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში აცხადებენ, რომ ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია, რასაც პროექტიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელი დაემატება. ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას საქართველოს პარლამენტის წევრებიც აფიქსირებენ:
თემურ ფეიქრიშვილი (საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი):
"ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი და საჭიროა და ვფიქრობ, ეს საკამათო თემაც არ უნდა იყოს. გასაგებია, რომ ხალხის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული. ამიტომ, ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი. აუცილებელია ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს და ამას ყველა უნდა შეუწყოს ხელი. თორემ ქვეყანა ისე დარჩება როგორ მდგომარეობაშიც ახლა არის. თუ ენერგეტიკა არ განვითარდა, ეკონომიკა არ განვითარდება. ამიტომ ენერგეტიკა უნდა იყოს, ეკონომიკა, რომ განვითარდეს. თუ არ გვინდა ქვეყნის ეკონომიკა განუვითარებელი დარჩეს, ხუდონჰესი აუცილებლად უნდა ავაშენოთ."
კომენტარი