სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადიდებულმა მდინარემ დვირში, ეზოს ნაწილთან ერთად მეპატრონეც იმსხვერპლა

ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში სტიქიას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე საკირულამ მურმან ლომსაძის ეზოს ნაწილი წაიღო, რა დროსაც წყალმა ისიც იმსხვერპლა.
მდინარე საკირულამ ასევე დააზიანა ადგილობივთა საკარმიდამო ნაკვეთები და გზებიც. ძირითადად დაზარალნენ დგვარის, საკირეს, დვირისა და ტაძრისის მცხოვრებლები. არსებობს საშიშროება, რომ წყალმა ამ სოფლების დამაკავშირებელი გზაც მოშალოს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელის დიმიტრი ბერიძის განცხადებით, ტექნიკა უკვე მუშაობს, რომ სამი სოფელი ტაძრისი, საკირე და დგვარი მუნიციპალიტეტს არ მოწყდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100