სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკი „რესპუბლიკა“ ბიზნესკლიენტებისათვის „პრო ბონო“ ფორუმს მართავს

ბანკმა „რესპუბლიკამ“ საკუთარი ბიზნესკლიენტებისთვის სათავო ოფისში „პრო ბონო“ ფორუმი გამართა. ერთდღიანი ინტერაქტიური „პრო ბონო“ ფორუმი სხვადასხვა თემებისადმი მიძღვნილი „ვორქშოფებისა“ და დისკუსიებისგან შედგებოდა, რომლებშიც აუდიტორია აქტიურად მონაწილეობდა. ბანკ „რესპუბლიკის“ მენეჯერებმა ფორუმზე შემდეგი საკითხები განიხილეს: სტრატეგია, ლიდერობა და ცვლილებების მართვა; კრედიტის გაცემისას გასათვალისწინებელი საკითხები, საქართველოს მაკროეკონომიკური სიტუაცია, კარიერული განვითარება და სამოტივაციო სქემები; დავების გადაწყვეტა და საკანონმდებლო სირთულეები; ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედია, ინფორმაციის უსაფრთხოება.

„პრო ბონო“ ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი უნიკალური პროექტია. იგი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა (ლათ: pro bono publico), ბანკის საკონსულტაციო როლის და კლიენტებთან პარტნიორობის გაძლიერება და ცოდნის გაზიარების გზით ბიზნესის ეფექტიანი მართვის ხელშეწყობა.

ფორუმის მონაწილეებმა გამომსვლელებთან ერთად ბიზნესის მართვის პრაქტიკული ასპექტების შესახებ იმსჯელეს; განიხილეს კონკრეტული შემთხვევები. დღის ბოლოს გაიმართა ფრანგული ვახშამი.

ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალურმა დირექტორმა, ბ-ნმა კრისტიან კარმანიოლმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა: „ჩვენი დიდი სურვილია, თქვენი ბიზნესის შემდგომ განვითარებას ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ ჩვენი პროდუქტებით და ფინანსური კონსულტაციით, არამედ ცოდნის გაზიარებით. ამიტომ, თქვენი სურვილების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, მოგიწვიოთ ჩვენს „პრო ბონო“ ფორუმზე. დღეს ბანკ „რესპუბლიკის“ მენეჯერები, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, თქვენთვის საინტერესო საკითხებზე თქვენთან ერთად სიამოვნებით იმსჯელებენ.“

ბანკი „რესპუბლიკა“ საქართველოში 1991 წლიდან მოქმედებს, 2006 წლიდან კი ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. 150-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის გლობალურ ცოდნასა და გამოცდილებას ბანკი პროდუქტებად გარდაქმნის და თავისი კლიენტების სასარგებლოდ იყენებს. ბანკი განაგრძობს და კიდევ უფრო გაამყარებს კლიენტებთან ხანგრძლივ და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

ბანკი „რესპუბლიკა“

ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

ვებგვერდი: www.br.ge

სოსიეტე ჟენერალი

„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. უკვე 150 წელია, „სოსიეტე ჟენერალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 148 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის“ თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.

ვებგვერდი: www.societegenerale.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100