როგორ დაასმინა გურამ ფანჯიკიძე შვილმა კომუნისტურ პარტიასთან
გურამ ფანჯიკიძის უმცროსი ქალიშვილი ნათია ფანჯიკიძე საინტერესო ამბავს იხსენებს.
„პარტიის 26-ე ყრილობის დროს მესამე კლასში ვიყავი. დავალების ქვეშ მასწავლებლის მიწერილი "ყოჩაღ!" უდიდეს ჯილდოდ რომ მიგაჩნია, იმ ასაკში.
ჰოდა, დაგვირიგეს ბავშვებს რვეულები და ჩაატარეს "სახელმწიფო წერა" თემაზე "როგორ შეხვდა ჩემი ოჯახი პარტიის 26-ე ყრილობას". წესით მესამეკლასელისთვის ეგზოტიკური თემა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბავშვს გააჩნია.
სათქმელი უხვად აღმომაჩნდა და გამიხარდა, "ყოჩაღი" გარანტირებული მაქსვთქო, დავჯექ წერად, ძალიან მოვინდომე და სიტყვა-სიტყვით ჩამოვწერე, როგორ იგინებოდა მამაჩემი, კერძოდ ვისი და რისი მისამართით და ჩავაბარე მასწავლებელს. მეორე დღეს შალვა ამონაშვილმა მამაჩემს გადასცა ეს რვეული, თან თურმე კვდებოდა სიცილით, "ნუ შობი ბავშვის წინ ასეო" .
მამა გადარჩა დასჯას, მე პავლიკ (ნათიუკა) მოროზოვობას.
დღესაც (ან დღეს კიდევ უფრო მეტად, მაშინ წესიერად ვერც მივხვდი, რატომ არ შემაქეს) მადლობელი ვარ ბატონი შალვასი“ - წერს ნათია ფანჯიკიძე
კომენტარი