ირანში რობოტი მასწავლებელი გამოჩნდა
ირანელმა პედაგოგმა აკბარ რეზაიმ შექმნა რობოტი, რომელიც ბავშვებს ლოცვებს ასწავლის. რობოტს „ველდანი“ დაარქვეს, რაც ნიშნავს „ყმაწვილი სამოთხიდან“.
როგორც ცნობილია ველდანის შესაქმნელად აკბარ რეზაიმ ტექნიკური სამუშაოების რამდენიმეთვიანი კურსი გაიარა. რობოტი მან სახლის პირობებში შექმნა, ველდანის აწყობისას აკბარი სამხრეთკორეული ტექნიკათ-მწარმოებელი საწარმოს ინსტრუმენტებს იყენებდა.
საკუთარი ქმნილება ირანელმა პედაგოგმა
უკვე დააპატენტა.
კომენტარი