უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილის სახლში აღმოჩენილმა სიმდიდრემ ხალხი შოკში ჩააგდო (ფოტო)
უზბეკეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილის გულნარა კარიმოვას შვეიცარიულ ვილაში უფლებადამცველები შეიჭრნენ და იქ აღმოჩენილი სიმდიდრით გაოცებისგან პირები დააღეს. მათი მტკიცებით მდიდრული სახლი, რომელიც ჟენევის ტბას გადაჰყურებს და სახლში აღმოჩენილი ძვირფასეულობაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული ფულით არის ნაყიდი. ვილაში შეჭრის მიზანი კი ამ ფაქტისკენ საზოგადოების ყურადღები მიმართვაა.
ძვირფასი ავტომობილები, ოქროულობა, ანტიკვარიატი, კომპიუტერის მოოქროვილი მაუსი და რაც ყვლაზე მთავარია 60-მდე ნახატი, რომლებიც უზბეკური ხელოვნების შედევრებია და ძალიან ძვირად ფასობს. არსებობს ეჭვი, რომ ეს ნახატებიც მოპარულია.
ინციდენტი 2013 წლის დეკემბერში მოხდა, თუმცა ფოტოები მედიისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ახლა გახდა.
უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კამიროვის ქალიშვილი გულნარა მამის მემკვიდრედ მიიჩნევა, (ისლამ კამიროვს პრეზიდენტის პოსტი 1990 წლიდან უკავია, მანამ ის საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსანი იყო) გარდა პოლიტიკისა დაინტერესებულია ტანსაცმლის დიზაინით, წარსულში იყო მომღერალი და Googoosha-ს ფსევდონიმით გამოდიოდა სცენაზე.
კომენტარი