სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ძებნაში მყოფ მეგის ქარდავას, რომელიც სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გამართლდა, საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სერგო თეთრაძის საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, მათ შორის თეთრაძის წამების, ასევე ჩიკვატიასა და ლონდარიძის წამების ეპიზოდები.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩიკვატიასა და ლონდარიძის ეპიზოდებზე გამტყუნდა ქარდავა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, ჯაშუშობის ბრალდებით, 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, 25 სექტემბერს იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100