ქორწინებამდე სექსი და ღალატი შესაძლოა დანაშაულად ჩაითვალოს
ინდონეზიაში მთავრობა განიხილავს კანონს, რომლის მიხედვითაც ქორწინებამდე სექსს, ღალატსა და ერთსქესიანთა ინტიმურ კავშირს დანაშაულის კლასიფიკაცია მიენიჭება. ამასთან, "დანაშაულში" მონაწილე პირები პატიმრობით დაისჯებიან. მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება.
გარდა ამისა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზად ყოფნას, გამოსცეს სპეციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალიზმი არა ჯანსაღ ფსიქიკასთან ასოცირდება. რამდენიმე ხნით ადრე კი მთავრობის მოთხოვნილებით კორპორაცია გუგლმა ქვეყანაში დაბლოკა გეი პორნო ვიდეოები და ფოტოები, ასევე გაცნობის საიტები ჰომოსექსუალებისთვის.
დღეის მონაცემებით, ინდონეზიის მაცხოვრებელთა რაოდენობა 266 მილიონს აჭარბებს და ქვეყანა განვითარებითა და განათლებით თანამედროვე სტანდარტების სახელმწიფოდ ითვლება.
კომენტარი