სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Libération : „პუტინი ჰგავდა შეშლილს, რომელიც მზად იყო, ჩამოეხრჩო სააკაშვილი...“

ფრანგულ გაზეთ Libération–ში ფრანგი ჟურნალისტი და ისტორიკოსი, აღწერს რა ისტორიკოსთა შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტთან, აღნიშნავს, რომ პროფესიულ საქმეებზე მსჯელობის შემდეგ ნიკოლა სარკოზი „ადამიანურ ისტორიებზე გადავიდა და დამსწრეებს ცხოვრების რამდენიმე დრამატული ეპიზოდი უამბო, რითაც ისინი გააოცა კიდეც“.

ერთ–ერთი მათგანი საქართველოსთან, კერძოდ, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომთანაა დაკავშირებული.

ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ სარკოზის გადაწყვეტილება მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით, საკმაოდ რისკიანი იყო, იმდენად, რამდენადაც არ იყო გამორიცხული, მოსკოვში ჩასულს თბილისი უკვე აღებული დახვედროდა, რაც მისი, როგორც ევროპის ერთ–ერთი თვალსაჩინო ქვეყნის პრეზიდენტისა და ევროკავშირის იმჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერის პოლიტიკური კოლაფსი იქნებოდა.

„მე იმ პირობით წავედი, რომ ისინი ტანკებს შეაჩერებდნენ“, – უთხრა ფრანგ ისტორიკოსებს ნიკოლა სარკოზიმ.

პოლიტიკოსთა მხრიდან ემოციის გამოვლენაზე საუბრისას ნიკოლა სარკოზიმ მოსკოვში, დიმიტრი მედვედევთან და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა:

„თავდაპირველად დიმიტრი მედვედევი და მე ვსაუბრობდით, უცებ კი ოთახში გავეშებული პუტინი შემოიჭრა. იგი საშინლად გაცოფებული იყო და ჰგავდა შეშლილს, რომელიც მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა: როგორ ჩამოეხრჩო მიხეილ სააკაშვილი...“, – ამბობს სარკოზი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100